მსოფლიო პატრიარქი ვაშინგტონში კლინიკიდან გამოწერეს

მსოფლიო პატრიარქი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. ის ორშაბათ დილით ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის საუნივერსიტეტო საავადმყოფოდან გამოწერეს. კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პატრიაქრმა ბართლომე I-მ იქ ერთი ღამე სამედიცინო რჩევის საფუძველზე გაატარა.

ორშაბათს დაგეგმილ შეხვედრებს შორისაა თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა. ასევე, მსოფლიო პატრიარქი შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. ის ამერიკაში თურქეთის ელჩის მიწვევით იმყოფება და ვაშინგტონში მდებარე საელჩოსაც ეწვევა.

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I მონაწილეობას მიიღებს ბიბლიის მუზეუმში დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაშიც და იქ სიტყვით გამოვა. საღამოს კი პატრიარქი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში პრეზიდენტ ჯონ დეგიოიას და ვაშინგტონის უილტონ კარდინალის მიწვევით ვახშამს დაესწრება.

ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესიის ამერიკის ეპარქიის ცნობით, 24 ოქტომბერს, ვაშინგტონის წმინდა სოფიას ტაძარში ღვთისმსახურების დაწყებამდე, მსოფლიო პატრიარქმა თავი შეუძლოდ იგრძნო და მისი ექიმის რჩევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსოფლიო პატრიარქი აშშ-ში 12-დღიანი ვიზიტით 23 ოქტომბერს ჩავიდა.