განვითარებულ ქვეყნებში აშშ და იაპონია ლიდერობენ
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის განცხადებით, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობა მყარდება. ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, განვითარებულ ქვეყნებს შორის შეერთებული შტატები და იაპონია ლიდერობენ. ევროპის სახელმწიფოები მათ განვითარების ტემპით ისევ ჩამორჩებიან. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მილ არსეგა არკვევდა.
ახალი მონაცემების მიხედვით, შეერთებული შტატების ეკონომიკა შარშანდელთან შედარებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. როგორც მოსალოდნელია, 2013 წლის ბოლოსთვის ეკონომიკის ზრდა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის განცხადებით, შეერთებული შტატების ეკონომიკის ზრდა წლის ბოლოსთვის 3.5 პროცენტს მიაღწევს. მას ოდნავ ჩამორჩება იაპონიის ეკონომიკა და მისი ზრდის წლიური მაჩვენებელი 3,2 პროცენტს შეადგენს.
„ეს არის მანიშნებელი, რომ გლობალურ ეკონომიკაში გაუმჯობესების პროცესი დაწყებულია, განსაკუთრებით ეს შეერთებულ შტატებს და იაპონიას ეხება. გაუმჯობესების შედარებით მცირე ტემპია ევროკავშირში,“ - ამბობს ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის ეკონომისტი კარლო პადოანი.
რაც შეეხება ევროპას, პადოანის თქმით, აქ ყველა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა და ერთიანი სურათი არ არსებობს.
„გერმანიის ზრდის მაჩვენებლი დადებითია და ის 2 პროცენტს აღემატება. საფრანგეთში კი, რომელიც ევროპის მეორე მსხვილი ეკონომიკაა, 2013 წელს ზრდის მაჩვენებელი დაბალი იქნება. ასევე რეცესია გრძელდება იტალიაში, თუმცა უფრო შემცირებული მასშტაბით,“ - ამბობს პადოანი.
ორაგანიზაციის კვლევის მიხედვით, განსაკუთრებით ოპტიმისტური ვითარება შეინიშნება ჩინეთსა და სხვა მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში. სხვადასხვა პრობლემების მიუხედავად, წელს ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 8-9 პროცენტს შეადგენს. ასეთი ზრდის გაგრძელების შემთხვევაში, 2016 წელს ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ეკონომიკის ტიტულს მოიპოვებს.