აშშ-ში დადებითი ეკონომიკური ძვრებია

აშშ-ში დადებითი ეკონომიკური ძვრებია

ეკონომიკურ საკითხებში წამყვანი ამერიკული კომპანიების 45 ექსპერტის განცხადებით, ოპტიმისტური ეკონომიკური მონაცემები აშშ-ში სამუშაო ბაზრისა და უმუშევრობის მდგომარეობის გამოსწორებას უკავშირდება. როგორც ბიზნესის ეროვნული ასოციაციის წევრები აღნიშნავენ, უმუშევრობის მაჩვენებელი იმაზე ნაკლებია, რასაც ისინი რამდენიმე თვით ადრე წინასწარმეტყველებდნენ და 8,3%-ს შეადგენს.

ასოციაციის წევრის შონ დუბრავაკის განცხადებით, კომპანიები უფრო მეტად თავდაჯერებულნი არიან და ეკონომიკური აღმავლობისთვის მეტი ინვესტიციისთვის მზად არიან. კომპანიები უფრო თამამად ხარჯავენ თანხებს ახალი მუშა ხელის დასაქირავებლად, ტექნიკისა და სახვა საჭირო ინვენტარის შესაძენად, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ პროდუქტიულობას.