ქრისტე აღსდგა!

სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში გამართა
5 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობს. საქართველოს ტაძრებში ღამისთევის მსახურება შესრულდა. სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში გამართა.
საღვთო ლიტურგიას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი თბილისის დროით 15.12 საათზე გადმოვიდა, რითაც მართლმადიდებელთა სასწაული კიდევ ერთხელ განმეორდა. წმინდა წერილის თანახმად, ზეციური ცეცხლის გადმოსვლა მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტების ნიშანია.

წმინდა ცეცხლი მრევლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქმა თეოფილემ გამოიტანა.