მსოფლიოშო ყველაზე ახალგაზრდა კოსმოსურმა ტურისტმა, რომელმაც ჯეფ ბეზოსთან ერთად კოსმოსში იმგზავრა, "ამაზონის" დამფუძნებელს მოგზაურობისას უთხრა, რომ "ამაზონზე" არასოდეს არაფერი შეუძენია.
ოლივერ დაემენი, ფიზიკის ფაკულტეტის 18 წლის სტუდენტი, 11 წუთიან კოსმოსურ მოგზაურობაში თან ახლდა ძმებ ბეზოსებს და 82 წლის ავიატორ ქალ უოლი ფანკს, რომელიც ყველაზე ხანდაზმული ადამიანია, ვინც კოსმოსში იმოგზაურა.
„მე ვუთხარი ჯეფს, ამაზონზე არასდროს არაფერი მიყიდია და მისი რეაქცია იყო - ვაჰ, ბოლოს ასეთი რამ ვინმესგან დიდი ხნის წინ გავიგე“ - უყვება ბეზოსის ყველაზე ახალგაზრდა თანამგზავრი სააგენტო „როიტერს“.
ასევე ნახეთ: კოსმოსში 11 წუთიანი ისტორიული მოგზაურობა დასრულდადაემენი მოგზაურობისთვის მას შემდეგ შეარჩიეს, რაც სხვა კანდიდატმა, რომელიც თავგადასავალში 28 მილიონ ამერიკულ დოლარს იხდიდა, მოგზაურობაზე უარი თქვა. ამ დროს დაემენი ოჯახთან ერთად იტალიაში ისვენებდა.
„მათ დარეკეს და მკითხეს კიდევ დაინტერესებული ხარ? და ჩვენ ვთქვით, კი! კი! კი!“ - იხსენებს დაემენი. ის კოსმოსში გაფრენაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და თვალს ადევენბდა ყველა სიახლეს.
„28 მილიონთან მიახლოვებული თანხაც კი არ გადაგვიხდია, მაგრამ მათ მე ამირჩიეს, რადგან მე ყველაზე ახალგაზრდა ვიყავი, პილოტის ლიცენზიაც მქონდა და ამ ყველაფრის შესახებ ძალიან ბევრი რამ ვიცოდი“ - ამბობს დაემენი.