გენერალი დანფორდი საქართველოს წვლილს აქებს

ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე გენერალ ჯოზეფ დანფორდმა ბრიუსელიდან შეერთებულ შტატებში დაბრუნებისას, ამერიკის ხმის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ბრიუსელში განხილულ საკითხებს შორის იყო საქართველო და მიმდინარე სამხედრო წვრთნები ნატოს ეგიდით. გენერალმა დანფორდმა განაცხადა, რომ პირადად მან ეს შესაძლებლობა გამოიყენა, და საქართველო შეაქო ყველა იმ წვლილისა და მონაწილეობისთვის, რომელსაც ის ალიანსის ხელმძღვანელობით მიმდინარე ინიციატივებში იღებს, სამხედრო ძალების მონაწილეობის ჩათვლით. გენერალმა დანფორდმა აღნიშნა, რომ ის მადლიერია საქართველოს მხიდან გადადგმული ნაბიჯებისთვის და შესაბამისად, ალიანსიც გაააგრძელებს საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობას.

ბრიუსელში, მიმდინარე კვირაში, გენერალმა შეხვედრები გამართა ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო მეთაურებთან.