60-მდე ამერიკულმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტის სარჩელს შეურთდეს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპმს უჩივლოს. უნივერსიტეტები ასაჩივრებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, უცხოელ სტუდენტებს ქვეყანაში ჩამოსვლა ეკრძალებათ და შემოდგომის სემესტრის გავლა ონლაინ მოუწევთ.
პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი უნივერსიტეტებმა ბოსტონში, ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს.
უნივერსიტეტებში აცხადებენ, რომ აქამდე ისინი სახელმწიფოს მიერ გამოცემულ მითითებებს მიჰყვებოდნენ და საკუთარი სტუდენტების უსაფრთხოების მიზნით, პანდემიის დროს, ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.
ასევე ნახეთ: პომპეო აშშ-ში უცხოელ სტუდენტებზე განცხადებას ავრცელებს"საგანგებო მდგომარეობა, კვლავ ძალაშია, მაგრამ მთავრობის პოლიტიკამ, მოულოდნელად, ყველაფერი შეცვალა და ყველანაირი მოსამზადებელი სამუშაოები წყალში ჩაყარა. ამით კი დიდი ზიანი მოგვაყენა", აცხადებენ სასწავლო დაწესებულებებში.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში, ამერიკაში უმაღლეს განათლებას, დაახლოებით, 1,1 მილიონი უცოხელი სტუდენტი იღებდა. ისინი საერთო, უმაღლესი განათლების მიმღებთა 5,5%-ს შეადგენდნენ.
ასევე ნახეთ: ამერიკის უნივერსიტეტები საერთაშორისო სტუდენტების კლებას ელოდებიანტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ, უნივერსიტეტები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა იმ ფონზე, როცა პანდემიის კონტროლის თვალსაზრისით ამერიკაში კვლავ რთული სიტუაცია.
ამერიკის მთავრობა ცდილობს, რომ მიუხედავად არსებული სიტუაციისა, სკოლები და უნივერისტეტები შემოდგომაზე გაიხსნას.