ქარიშხალი „დორიანი“ სიძლიერეს ინარჩუნებს და აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაპირებს უტევს. საშიში შტორმის მოლოდინში ამ დრომდე რჩევბა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ნაწილი.
ბაჰამის კუნძულებზე სტიქიით მიყენებული ზარალის შეფასების კვალდაკვალ, ამერიკის ქარიშხლის ბიუროს ინფორმაციით, "დორიანის" ქარის სიჩქარე საათში 165 კილომეტრია და ის ფლორიდის შტატის ახლოს ნელა გადაადგილდება. ოთხშაბათს მოგვიანებით, ის ჯორჯიის შტატის ნაპირებს მიუახლოვდება, ხვალ და ზეგ კი ჩრდილოეთ და საამხრეთ კაროლინის შტატებს გადაუვლის.
სინოპტიკოსების თქმით, ამ ეტაპზე ქარიშხალი მეორე კატეგორიის შტორმად არის შეფასებული. მაშინ, როცა "დორეანმა" ბაჰამასგადაუარა ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მეხუთე კატეგორიის შტორმი იყო.