"დორიანის" გამო, ბაჰამაზე მსხვერპლს ითვლიან

გრიგალი "დორიანი" ბაჰამის კუნძულებზე

გრიგალი "დორიანი" ბაჰამის კუნძულებზე უფრო დიდხანს შეყოვნდა, ვიდრე ელოდნენ და ახლა შეერთებულ შტატებს სამხრეთიდან, ფლორიდის შტატის მხრიდან უახლოვდება. სინოპტიკოსებმა მისი სიმძლავრე მე-5 კატეგორიიდან დღეს დილით მე-2 კატეგორიაზე ჩამოწიეს, თუმცა ის მაინც "უკიდურესად სახიფათოა".

დღეს, ქარის სიჩქარე საშუალოდ 195 კილომეტრს აღწევდა. მთლიანად შტორმი ოკეანის თავზე ახლა 2 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება.

გრიგალის გამო, აბაკოს კუნძულზე, სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა. შტორმი ბაჰამის კუნძულებზე კვირას ღამით დაიწყო და დღემდე გრძელდება. პრემიერ-მინისტრმა ჰუბერტ მინისმა "დორიანის" გამო შექმნილ ვითარებას "ისტორიული მასშტაბის ტრაგედია" უწოდა. პრემიერის თქმით, ახლა ისინი ფოკუსირდებიან "ძებნაზე და ხსნაზე". შექმნილი ვითარება და ზარალი, რომელიც "უპრეცედენტოა", მოგვიანებით გაირკვევა, როცა შტორმი გადაივლის - ამბობს ჰუბერტ მინისი.