კვირას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა თქვა, რომ „უკრაინის დონბასის რეგიონის „გათავისუფლება“ მოსკოვისთვის „უპირობო პრიორიტეტია“, უკრაინის სხვა ტერიტორიებმა კი თავისი მომავალი თვითონ უნდა განსაზღვრონ“.
ლავროვმა ინტერვიუ ფრანგულ სატელევიზიო არხს “TF1” მისცა იმ დროს, როდესაც რუსეთი შეტევაზეა გადასული, რათა უკრაინის ტრადიციულად ინდუსტრიული გულის, დონბასის საკვანძო ქალაქებზე კონტროლი დაამყაროს. დონბასი დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებისგან შედგება.
ლავროვმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოსკოვის განცხადებები, რომ უკრაინაში მისი „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების ტალღების შემდეგ, მისი მეზობლის დემილიტარიზაციის და როგორც თვითონ ხედავს, „ნაციზმით“ ინსპირირებული ნაციონალიზმის ამოსაძირკვადაა. კიევი და დასავლეთის ქვეყნები ამ განცხადებებს, ტერიტორიის მისატაცებელ უსაფუძვლო საბაბად აფასებენ.
ასევე ნახეთ: გაერო უკრაინაში რუსეთის მიერ შესაძლო ომის დანაშაულების გამოძიებას განიხილავსრუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, ლავროვმა თქვა: „დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონების გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, უპირობო პრიორიტეტია.“
„დიახ, ადამიანებს კლავენ“, თქვა ლავროვმა, „მაგრამ ოპერაციას ამდენი დრო პირველ რიგში იმიტომ სჭირდება, რომ მასში მონაწილე რუს ჯარისკაცებს აქვთ მკაცრი ბრძანება, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს კატეგორიულად მოერიდონ.“
რუსეთის შეჭრიდან უკვე მეოთხე თვეს, უკრაინაში ომმა ათასობით ადამიანი მოკლა და მილიონობით უკრაინელი თავის საცხოვრებელს მოწყვიტა. გაეროს მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინიდან 6.7 მილიონზე მეტი ლტოლვილი გაიქცა.
უკრაინის გენერალური პროკურატურა რუსების მიერ სავარაუდოდ ჩადენილ ომის დანაშაულის დაახლოებით 14,388 შემთხვევას იძიებს. რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა, უკრაინის დაბომბვაში და სამოქალაქო პირების მოკვლაში ბრალი უკვე აღიარა.