„არ მისცეთ საშუალება ეკლესიის მარცხს, ღმერთს დაგაშოროთ“ - ასე მიმართა პონტიფიკოსმა შობის დღესასწაულზე მრევლს. შობის სადღესასწაულო მესა რომის პაპმა ტრადიციულად ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში აღავლინა.
"შობის დღესასწაული გვახსენებს, რომ ღმერთი განაგრძობს ყოველი ჩვენთაგანის სიყვარულს. ჩვენ შორის ყველაზე უღირსებისაც კი. მე, თქვენ, თითოეულ ჩვენთაგანს, დღეს ის გვეუბნება, - „მე შენ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები, შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ!“
ღმერთს უბრალოდ და მარტივად უხვარხარ და არა იმის გამო, რომ შენ სწორად ფიქრობ და მოქმედებ. მისი სიყვარული უპირობოა, მისი სიყვარული არ არის შენზე, შენს მოქმედებებზე, ფიქრებზე დამოკიდებული. შესაძლოა შენ გქვს მცდარი იდეები, შესაძლოა შენ უამრავი ცუდი რამ გააკეთე, მაგრამ ღმერთი განაგრძობს შენს სიყვარულს," - განაცხადა პაპმა.
წმინდა პეტრეს ბაზილიკაში მესას ათასობით ადამიანი დაესწრო. ასობით ათასმა ადამიანმა, პაპი ფრანცისკეს სიტყვები, ვატიკანში დამონტაჟებული მონიტორებიდან მოისმინა. პაპის საშობაო მესას მსოფლიოში რამდენიმე მილიარდი ადამიანი ადევნებს თვალს.