ექიმთა ჯგუფი, რომლებიც ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებიან, ციხეში კვლავ არ შეუშვეს. ციხის ადმინისტრაცია მათ არ აძლევს საშუალებას, ოპოზიციის ლიდერის ჯანმრთელობა გამოიკვლიონ. სამკვირიანი შიმშილობის ფონზე კი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ანასტასია ვასილიევა, ნავალნის პირადი ექიმი და „ექიმთა ალიანსის კავშირის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, პაციენტის მონახულების საშუალება კვლავ არ მისცეს.
ასევე ნახეთ: ნავალნის ჯანმრთელობა და სიცოცხლე კვლავ საფრთხეშიანავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა და შესაძლოა მისი გული „ნებისმეიერ წუთზე“ გაჩერდეს. ამის შესახებ, ვასილევა და სხვა ექიმები, მათ შორის კარდიოლოგი, გასულ კვირას პენიტენციური დაწესებულებისთვის მიწერილ წერილში წერდნენ. ექიმები მაშინაც ნავალნის მონახულების უფლებას ითხოვდნენ.
ნავალნის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ მისი ადვოკატებიც. მათი თქმით, იგი თავს „ძალიან სუსტად“ გრძნობს, „უჭირს ლაპარაკი და მოძრაობა.“
ასევე ნახეთ: ბრიტანეთს, ევროკავშირს და ამერიკას კრემლის ქმედებები აშფოთებთდღესვე, ნავალნის შესახებ გერმანიის კანცლერმაც ისაუბრა. მერკელმა შეშფოთება გამოთქვა კრემლის კრიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. "გერმანიის მთავრობა სხვებთან ერთად მოითხოვს, რომ მან ადეკვატური სამედიცინო დახმარება მიიღოს" - უთხრა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.
44 წლის ალექსეი ნავალნი მოსკოვიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე ციხეში იხდის 2.5 წლიან სასჯელს. მზარდი ზეწოლის შემდეგ, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ნავალნის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ. აღნიშნულ განცხადებას ფედერალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი ფილიალი ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ ნავალნის ვლადიმირის რაიონში მდებარე მე-3 კოლონიის კლინიკაში მოათავსებენ. თუმცა, პატიმრის იქ გადაყვანის ზუსტი დრო არ ცხადდება.
ნავალნის მოკავშირეები და დასავლეთი მისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ითხოვენ. რუსეთის ციხის ექიმებს კრემლის ცნობილი კრიტიკოსის თანამებრძოლები არ ენდობიან.