2019 წლის საემიგრაციო ვიზის ლატარიის საბოლოო ვადები ( ამ ლატარეას მწვანე ბარათის გათამაშების სახელითაც იცნობენ) შეიცვალა.
ახალი საბოლოო ვადა აპლიკაციების მისაღებად [ აშშ-ის დროით ] ოთხშაბათი, 2017 წლის 8 ნოემბრის 20 საათია.
ის პირები, რომლებმაც აპლიკაცია ამა წლის 3 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრამდე პერიოდში ჩააბარეს, დოკუმენტები თავიდან უნდა შეავსონ და შეიყვანონ სისტემაში შემდეგ მისამართზე: www.dvlottery.state.gov/
ტექნიკური გაუმართაობის გამო, აღნიშნულ პერიოდში შეტანილი აპლიკაციები დუბლიკატებად არ ჩაითვლება. ტექნიკური პრობლემა მოგვარებულია. საბუთების მიღების ახალი პერიოდი 18 ოქტომბერს დაიწყო და 22 ნოემბრამდე გასტანს.
სწორედ ის დოკუმენტები, რომლებიც ამ პერიოდში შეივსება და სისტემაში იქნება შეყვანილი, განხილული იქნება.
თქვენ უნდა დაივიწყოთ ის ძველი ნომერი, რომელიც წელს უფრო ადრე, მწვანე ბარათის შევსებისას მოგცეს.
აპლიკაციები ამ საიმიგრაციო ლატარეისთვის მიიღება, როგორც აღინიშნა, შემდეგ ვებსაიტზე: www. dvlottery.state.gov/. თუ შეიძლება თავიდანვე გაეცანით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. აპლიკაციის შევსება, ანუ მთელი პროცესი მხოლოდ 15 წუთს მოითხოვს თქვენგან.
გამარჯვებულები შემთხვევითი მეთოდით შეირჩევიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგად შეინახოთ დასტურის ნომერი. მომავალი წლის მაისში, თქვენ შეგეძლებათ აპლიკაციის სტატუსი შეამოწმოთ იმავე ვებ გვერდზე ზუსტად იმ ნომრით, რომელიც გადმოგეცათ. წარმატებულ აპლიკანტებს პროცესში გამარჯვების შემდეგ ელ-ფოსტით არ ატყობინებენ. ნებისმიერი იმეილი, რომელიც მწვანე ბარათის გათამაშების სახელით მოგდით, არალეგიტიმურია. თქვენი სტატუსის შემოწმება მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე შეგეძლებათ.
კანონის შესაბამისად, თითოეულ ადამიანს შეუძლია მხოლოდ ერთი აპლიკაციის შევსება ამ გათამაშებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი მონაწილეობა დისკვალიფიცირებული იქნება.
მთელი ეს პროცესი უფასოა, ამიტომ გახსოვდეთ, რომ ვინც ამაში ფულს გთხოვთ, იტყუება.
გისურვებთ წარმატებას!
ეს იყო ამერიკის ხმის სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს.