ერთი დღით ადრე უკრაინაში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი -კეტრინ ეშტონი- იმყოფებოდა
უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას აცხადებს, რომ პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ოპოზიციასთან დიალოგს და კომპრომისს უჭერს მხარს. ეს განცხადება უკრაინელმა ლიდერმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს -ვიქტორია ნულანდთან- დღევანდელი შეხვედრისას გააკეთა. იანუკოვიჩმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის კონსტიტუციის რეფორმირებასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მოთხოვნებს უჭერს მხარს, რაც საპრეზიდენტო ძალაუფლების გარკვეული ნაწილის პარლამენტისთვის გადაცემას განაპირობებდა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უკრაინაში ქვეყნის პრეზიდენტს - ვიქტორ იანუკოვიჩს და ოპოზიციის წევრებს ხვდება. კიევში ვიქტორია ნულანდის ჩასვლას, ერთი დღით წინ უსწრებდა ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის -კეტრინ ეშტონის- ვიზიტი.
უკრაინაში მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება. ოპოზიციურმა განწყობებმა განსაკუთრებული სიმძლავრით მას შემდეგ იფეთქა, რაც პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ევროკავშირში ასოცირების და თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების დადების გეგმა მოულოდნელად რუსეთის სასარგებლოდ შეცვალა. კიევი მოსკოვს 15-მილიარდიან ფინანსური სტიმულირების პაკეტზე დათანხმდა.
იანვარში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მიღებულმა კანონებმა მომიტინგეთა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია. გამოსვლებმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო. სამართალდამცავებს და დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებებში მსხვერპლი იყო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გადადგა და საპროტესტო აქციების შესახებ მიღებული კანონი გაუქმდა. თუმცა, ოპოზიცია აცხადებს, რომ მიტინგებს არ შეწყვეტს მანამ, სანამ მათი დანარჩენი მოთხოვნებიც არ შესრულდება და პოსტს უკრაინის პრეზიდენტიც არ დატოვებს.