ტომ დონილონის ვიზიტი ჩინეთში

შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი პეკინში ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ჩინეთი


ამერიკის და ჩინეთის ლიდერების შეხვედრის წინ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტომ დონილონი პეკინში ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეებმა იმიდი გამოთქვეს, რომ ბარაკ ობამას და ჩინეთის ახალი პრეზიდენტის ქსი ძინპინის მომავალი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოებას შეუწყობს ხელს.

ჩინეთში დამკვიდრებული ტრადიციით ყოველ 10 წელიწადში ხელისუფლების სათავეში ახალი ლიდერები მოდიან. წელს პოლიტიკური ლიდერების შეცვლის პროცესი პეკინსა და ვაშინგტონს შორის არსებული პრობლემების გაღრმავებას დაემთხვა.

შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს განსხვავებული პოზიციები გააჩნიათ ჩრდილოეთ კორეასთან და ირანთან მიმართებაში. მათ შორის უთანხმოებაა კიბერ უსაფრთხოების საკითხებში, გარდა ამისა ვაშინგტონი შეშფოთებულია ჩინეთის და იაპონიის ტერიტორიული დავის გამო. ტომ დონილონის განცხადებით:

“ მომავალ შეხვედრაზე შესაძლებელი იქნება ამერიკა ჩინეთის ურთიერთობის შესახებ გულახდილი საუბრის გაგრძელება გლობალური და რეგიონალური გამოწვევების ფონზე.“

ორშაბათს ტომ დონილონი ჩინეთის სახელმწიფო მდივანს იან ჯეიჩის და პრეზიდენტ ქსი ძინპინს შეხვდა. ბატონი ძინპინის განცხადებით, როდესაც ის პრეზიდენტად აირჩიეს ბარაკ ობამამ ტელეფონით მიულოცა და ორი ქვეყნის მეგობრობის განმტკიცებაის შესახებ ესაუბრა.

თავის მხრივ ტომ დონილონმა ამერიკელი და ჩინელი სამხედროების დიალოგის მნიშვნელობაზე, ეკონომიკური კავშირების განმტკიცებასა და კიბერ უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ჩინელი პოლიტოლოგი ჩენგ ქსიაოჰე აღნიშნავს 7 ივნისს კალიფორნიაში დაგეგმილი პრეზიდენტების შეხვედრის დროს კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე იმსჯელებენ.
ჩინეთში ვიზიტის დასასრულს შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ტომ დონილონი ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას შეხვდება.