„ჩვენ ვსაუბრობთ გამოწვევებსა და ბრძოლაზე და ეს მართებულია, რადგან 15 წელია დემოკრატია გლობალურად უკან იხევს, მრავლდებიან მავნე აქტორები, იზრდება ავტორიტარიზმი და ხშირად ეს დემოკრატიული გარდაქმნების ფერფლზე ხდება“, - ამბობს კენეთ უოლაკი, „დემოკრატიის განვითარების ფონდის" (NED) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. უოლაკი 25 წელზე მეტხანს "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) პრეზიდენტი იყო.
უოლაკი ამბობს, რომ მიუხედავად ბოლო 15 წლის განმავლობაში მსოფლიოში დემოკრატიის შესუსტებისა და მზარდი გამოწვევებისა, ოპტიმიზმის საფუძველიც ნამდვილად არსებობს. „უპირველესი იმედი არის თავისუფლებისა და დემოკრატიის არსებული მოთხოვნა მსოფლიოს ყველა რეგიონში. ჩვენ ეს ვიცით საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ფართომასშტაბიანი პროტესტებით და არჩევნების შედეგებით მთელ მსოფლიოში“, - განმარტავს უოლაკი და ამბობს, რომ მოსახლეობას სურს თავისუფალი არჩევანის უფლება ჰქონდეს.
ასევე ნახეთ: ბრძოლა დემოკრატიისთვის - ბელარუსი გზაგასაყარზე„ხალხს აქვს მომთხოვნი განწყობა, მათ სურთ საკვები მაგიდებზე, ჭერი მათ თავზე და ასევე, პოლიტიკური ხმა. მათ არ სურთ ამ უკანასკნელის დაკარგვა პირველი ორის გამო. მეორე მხრივ, ახლა არსებობს დემოკრატიის გლობალური ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წლის წინ არ არსებობდა. მას ქმნიან მთავრობები, მთავრობათაშორისი ორგანიზაციები, დონორი და ჰუმანიტორული სააგენტოები, ფონდები და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტების ქსელები. ეს არქიტექტურა არ მუშაობს უნაკლოდ, მაგრამ დემოკრატიის ენა ხშირად მართავს საერთაშორისო დისკურსს“, - ამბობს კენეთ უოლაკი.
კარლ გერშმანი, „დემოკრატიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი და უკვე ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ დემოკრატიის გამოწვევების ცვლილების პარალელურად, 1983 წელს მსოფლიოში დემოკრატიის ხელშესაწყობად დაფუძნებული ფონდის მისია უცვლელია, მაშინაც კი, როდესაც ამერიკულ დემოკრატიასაც არაერთი პრობლემა აქვს.
აქტივისტებისთვის, რომლებიც კუბის მმართველ რეჟიმს უპირისპირდებიან, ეს არა მხოლოდ იმის რწმენაა, რომ რასაც ვაკეთებთ, მართებულია, არამედ იმის რწმენაც, რომ ეს შესაძლებელია, რომ კუბელი ხალხის გათავისუფლება მნიშვნელოვანია, რომ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედის დაწერა და კომუნიზმის დამარცხება. იმედი - ესაა პირველი, რასაც დიქტატორი მიზანში იღებს, ის ცდილობს ჩაგიხშოს იმედი,- როზა მარია პაია ასივედო
„ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საკუთარი დამოკრატიაც გასაჭირშია და რომ პოლარიზაცია ამერიკაში ძალიან ღრმაა, შიდა კრიზისი კი მთელ მსოფლიოში დემოკრატიაზეც ახდენს გავლენას. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სერიოზული შეშფოთების საგანია, მაგრამ ჩვენ არ ვმუშაობთ დემოკრატიის პრობლემებზე ამერიკაში. ჩვენი მისია კანონმდებლობითაა განსაზღვრული და ამერიკელი გადასახადების გადამხდელების ფულით ამ მისიას ვასრულებთ. ვფიქორბ, დემოკრატიის იდეა არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას აერთიანებს“, - მიმართა გერშმანმა ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული დემოკრატიის სიმპოზიუმის მონაწილეებს გასულ კვირას.
„დემოკრატიის განვითარების ფონდი“ დამოუკიდებელი, არაკომერციული ფონდია, რომლის მიზანიც მსოფლიოში დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობა და გაძლიერებაა. ყოველ წელს, NED-ი 2000-მდე სხვადასხვა გრანტს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჯგუფების დასახმარებლად ამერიკის ფარგლებს გარეთ, 100-ზე მეტ ქვეყანაში.
გერშმანი ამბობს, რომ თუკი დემოკრატიული განვითარების კუთხით მომუშავე ანალიტიკოსები NED-ის დაარსების პერიოდში ამომბობდნენ, რომ 2025 წლისთვის ყველა არსებული დიქტატორული რეჟიმი უნდა დამხობილიყო, ახლა მსოფლიოში იმაზე მეტი დიქტატურაა, ვიდრე, ათწლეულების წინ.
როზა მარია პაია ასივედო, კუბელი პროდემოკრატი აქტივისტი და უფლებადამცველი ამბობს, რომ პოლიტიკური აქტივისტებისტვის ავტორიტარულ თუ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში ყველაზე რთული იმედის შენარჩუნებაა. დემოკრატიისთვის ბრძოლა კი აქტივისტისთვის პოლიტიკურ და სამოქალაქო სამესთან ერთად, პირადი თავისუფლების საკითხია.
Your browser doesn’t support HTML5
„როგორც მამაჩემი ამბობდა, პირველი ნაბიჯი ყოველთვის პირადი გათავისუფლებაა, ძალიან პირადი გადაწყვეტილებების ნაკრები, რომ იბრძოლო ავტორიტარიზმის წინააღმდეგ და იბრძოლო თავისუფლებისთვის“, - ამბობს პაია.
„ჩემთვის ეს მამაჩემის მაგალითი იყო. ის, რაც მას შეემთხვა, რაც ჩემს მეგობრებსა და ბევრ კუბელს შეემთხვა, სამართლიანობის ძიება... ეს იყო ჩემთვის მთავარი. აქტივისტებისთვის, რომლებიც კუბის მმართველ რეჟიმს უპირისპირდებიან, ეს არა მხოლოდ იმის რწმენაა, რომ რასაც ვაკეთებთ, მართებულია, არამედ იმის რწმენაც, რომ ეს შესაძლებელია, რომ კუბელი ხალხის გათავისუფლება მნიშვნელოვანია, რომ ხალხს შეუძლია საკუთარი ბედის დაწერა და კომუნიზმის დამარცხება. იმედი - ესაა პირველი, რასაც დიქტატორი მიზანში იღებს, ის ცდილობს ჩაგიხშოს იმედი“, - ამბობს პაია. მისი მამა, ოსვალდო პაია, ევროპარლამენტის სახაროვის პრიზის ლაურეატი და ნობელის პრიზზე ორგზის ნომინირებული აქტივისტი რეჟიმმა 2012 წელს მოკლა.
"ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს ახლა სჭირდებათ, რომ დააკვირდნენ საკუთარ საზოგადოებებსა და ფინანსურ თუ პოლიტიკურ სისტემებს, რომლებიც ავტოკრატიული სამყაროს ფულმა შეცვალა. ვისურვებდი, რომ ამაზე მეტს ვმსჯელობდეთ ხელისუფლების უფრო მაღალ წრეებში,- ენ აპელბაუმი
„დადეთ ფსონი იმედზე“, - ამბობს იგორ ბლაზევიჩი, წარმოშობით ბოსნიელი ცნობილი ევროპელი უფლებადამცველი და აქტივისტი, ადამიანის უფლებათა უდიდესი ევროპული დოკუმენტური კინო-ფესტივალის One World-ის დამფუძნებელი. აქტივისტი, რომელიც ახლა ჩეხეთში ცხოვრობს, იხსენებს, რომ პოლიტიკური აქტივიზმი არასდროს ყოფილა მისი უპირველესი მიზანი, თუმცა ომის შემდეგ მის შედეგებთან და შექმნილ ვითარებასთან გამკლავება აუცილებელი იყო და არ შეეძლო დანებებულიყო. ამბობს, რომ სწორედ უამრავი აქტივისტის აგდაწყვეტილების - არ დანებებულიყვნენ - შედეგია ის, რომ დღეს ბოსნია არაიდეალური, მაგრამ დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც „მილოშევიჩმა ვერ გადაყლაპა“.
„ჩვენი, ყველას მიზანი, ვინც ამწუთას დემოკრატიისთვის ბრძოლის ველზე არ ვართ, ის უნდა იყოს, რომ ყველაფერი გავაკეთოთ სხვების დასახმარებლად, როგორც ფინანსურად, ისე მორალურად, იმისთვის, რომ მათ არ დაკარგონ იმედი“, - ამბობს ბლაზევიჩი.
კარლ გერშმანი განმარტავს, რომ ამ ჯგუფებს ნედ-ის მსგავსი ორგანიზაციისგან არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, ტრნინგი და სოლიდარობა, არამედ ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებაც სჭირდებათ, რათა მათ ბრძოლას გლობალურ ასპარეზზე მედიის, მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღება მიეპყროს:
"ახლა, მაშინ, როდესაც შეერთებული შტატების როლი მომავალი პერიოდისთვის ბოლომდე გარკვეული არ არის, ჩემი აზრით, მსოფლიოში დემოკრატიისთვის ბრძოლაში ლიდერობა გარდაუვლად ადგილობრივი სამოქალაქო მოძრაობების ხელში უნდა გადავიდეს, იმ ადამიანების, ვინც დემოკრატიული უფლებების, ღირსეული მმართველობისთვის და იმისთვის იბრვიან, რომ მათი ხმა იყოს გაგონილი და მათ ღირსებას პატივს სცემდნენ", - ამბობს NED-ის უკვე ყოფილი პრეზიდენტი.
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი ფრენსის ფუკიამა ამბობს, რომ წლების განმავლობაში ავტორიტარული რეჟიმები არა მხოლოდ ბოროტად ან ფარულად იყენებენ დემოკრატიული ქვეყნების ფინანსურ სექტორს და მათ სუსტ წერტილებს, არამედ ხშირად დასავლური კომპანიები თავად აძლევენ მათ ამის საშუალებას და თავად ერთვებიან ამა თუ იმ კლეპტოკრატიულ ქსელში.
გამოცემა "ატლანტიკის" ჟურნალისტი და ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო კვლევების, ასევე აგორას ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ენ აპელბაუმი, რომელიც ამავე დროს NED-ის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა, ამბობს, რომ ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის დაპირისპირების სწორედ ეს ნაწილი ყველაზე ნაკლები ყურადღების ცენტრშია. სინამდვილეში კი, შესაძლოა ამ მიმარტულებას სჭირდებოდეს მეტი კვლევა და სააშკარაოზე გამოტანა.
"ავტორიტარიზმის ზრდისა და დემოკრატიის პრობლემების კუთხით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ახლა ისაა, როგორ უკავშირდებიან ერთმანეთს ავტოკრატიული რეჟიმები, როგორ ქმნიან არატრადიციულ ალიანსებს. მაგალითად, კუბა და ირანი, რუსეთი და ვენესუელა და სხვები... მათ შესაძლოა მჭიდროდ არ უმუშავიათ ერთად წარსულში, მაგრამ ახლა აძლევენ ერთმანეთს ფულს, უზიარებენ მეთოდებსა და ტექნოლოგიებს. შექმნეს ფინანსური სისტემები, რომლებიც მათ "ტივტივის საშუალებას" აძლევს. ვფიქრობ, ეს ნაწილი დემოკრატიებში ჯერ კიდევ არ ესმით საკმარისად კარგად", - ამბობს აპელბაუმი. ის განმარტავს, რომ ცალკეული ქვეყნების თუ პროდემოკრატიული ჯგუფების დახმარების პარალელურად, იმ სისტემების გამოვლენაც საჭიროა, რომლებიც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში შესაძლებლობას იძლევა, რომ ავტოკატულმა რეჟიმებმა ითანამშრომლონ და ერთმანეთს დაეხმარონ.
"ამერიკასა და ევროპის ქვეყნებს ახლა სჭირდებათ, რომ დააკვირდნენ საკუთარ საზოგადოებებსა და ფინანსურ თუ პოლიტიკურ სისტემებს, რომლებიც ავტოკრატიული სამყაროს ფულმა შეცვალა. ვისურვებდი, რომ ამაზე მეტს ვმსჯელობდეთ ხელისუფლების უფრო მაღალ წრეებში", - ამბობს აპელბაუმი.
ყოფილი დიპლომატი და პროფესორი რუბენ ბრიჯეტი ფიქრობს, რომ მოქალაქეებს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ, რომ მათი უფლებები და თავისუფლებები ხშირად თაობების ბრძოლის მონაპოვარია. ეს უფლებები სათანადო გაფრთხილების გარეშე კი შეიძლება ადვილად დაიკარგოს, მით უფრო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც საბჭოთა რეჟიმს წლების განმავლობაში ებრძოდნენ. მისი აზრით, ერთი მხრივ, ავტორიტარიზმის გაძლიერებას დემოკრატიული მმართველობის პრობლემები ან ხალხში დემოკრატიული მთავრობებით იმედგაცრუებაც უწყობს ხელს. მეორე მხრივ კი, აუცილებელია ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქვეყნის მაგალითიც, რომელიც მთელ მსოფლიოზე ახდენს გავლენას.