დაკაში ხანძარმა 70 ადამიანი იმსხვერპლა

ბანგლადეშის დედაქალაქის ისტორიულ უბანში გაჩენილმა ხანძარმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. დაღუპულია სულ ცოტა 70 ადამიანი. დაშავდა 50-ზე მეტი.

ხანძარი ოთხშაბათს ღამით, ერთერთ შენობაში დაიწყო და შემდეგ, რამდენიმე სხვას მოედო. სახანძრო ბრიგადების განცხადებით, მრავალი ადამიანი შენობებში ჩარჩა ხანძრის დროს.

ამჟამად გამოძიება იკვლევს ხანძრის გამომწვევ ფაქტორებს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებული შენობები ქიმიური, პლასტიკური და სხვადასხვა ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობ ობიექტებად გამოიყენებოდა.

ოფიციალური პირები ელიან, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება.