"ეშმაკს აცვია პრადა" ბროდვეიზე იდგმება

მსოფლიოში ცნობილი ფილმი ბროდვეიზე იდგმება. სპექტაკლზე "ეშმაკს აცვია პრადა" უკვე დაწყებულია მუშაობა და შერჩეულები არიან მსახიობები. მთავარი როლის მირანდა პრისტლისროლს ტონის ჯილდოს მფლობელი ბეტ ლეველ ითამაშებს, ენდის საჩის როლს კი ტეილორ ჯონსი.

მიუზიკლი 2020 წელს უნდა გამოსულიყო თუმცა მისი გამოსვლა 2021 წლის ზაფხულისთვის გადაიდო. შოუს პროდუსერი კევინ მქლოუმის თქმთ, "ჩვენ გავიაზრეთ რომ უფრო მეტი დრო გვჭირდება შოუზე მუშაობისთვის. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფის წევრებს გადატვირთული გრაფიკი აქვთ, ამის გამო მიუზიკლი 2021 წლის ზაფხულში დასრულდება."

რეჟისორი, ასევე ტონის ჯილდოს მფლობელი, ანა შაპირო ამობს, რომ მუსიკა მიუზიკლისთვის ელტონ ჯონის ერთ-ერთი ჰიტის მიხედვით არის შექმნილი, ტექსტზე კი პოლ რუდნიკი მუშაობს.

ცნობილი და პოპულარული ფილმი ეშმაკს აცვია პრადა 2006 წელს გამოვიდა, მას საფუძვლად 2003 წელს გამოსული, ლორენ ვაისბერბერის ნაწარმოები დაედო. ფილმში მთავარ როლებს ენ ჰეტევეი და მერილ სტრიპი ასრულებენ. ამ ფილმში მერილ სტიპმა, მირანდა პრისტლის, როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსი მიიღო.

ვაისბერბერის მიერ 2003 წელს დაწერილი წიგნი კი იმაზე მოგვითხობს თუ რა დათმობაზე მიდიან ადამიანები მოდის მწვერვალების დასაპყრობად. წიგნი ათობით სხვადასხვა ენაზეა ნათარგმნი. 2014 წლიდან კი ვაისბერბერის წიგნის ყიდვა ქართულ ენაზეც არის შესაძლებელი.