„პრეზიდენტი მხნედაა, მას აქვს კარგი განწყობა, მაგრამ ეს არ არის შესაბამისი დაწესებულება, რომელშიც ის უნდა იყოს. სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რამდენად შესაძლებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა აქ, ასევე აქ არ არის შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა, იმ შემთხვევისთვის თუ მას რამე მოუვა“ - განცხადება ჯონ სენდვიჯმა, მიხეილ სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან გააკეთა.
სენდვიჯი სააკაშვილს გლდანში, სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შეხვდა.
ასევე ნახეთ: შიმშილობიდან კვების განახლების სინდრომამდემისი თქმით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით საქართველო ვალდებულია პატიმარზე იზრუნოს, თუმცა, დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ამ ვალდებულების ადეკვატურად შესრულება შეუძლებელია.
პარალერულად, საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებით, თბილისში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა.
"გამოსავალი არის ერთადერთი, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა შესაბამის კლინიკაში. მეტი გამოსავალი არ არსებობს. თუ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა მოკლან, მაშინ გამოვიდნენ და თქვან. ერთადერთი გამოსავალი, რომ შევინარჩუნოთ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე, არის მისი გადაყვანა შესაბამის კლინიკაში" - აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ზაალ უდუმაშვილი.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების წინააღმდეგია"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში პერმანენტულ აქციებს 8 ნოემბრიდან მართავს. პარტიის ორგანიზებით მოქალაქეები იკრიბებიან ქალაქის სხვადასხვა წერტილში საერთო მოთხოვნით - მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში.