კომპანია "ფეისბუქის" სარეკლამო გაყიდვები გაიზარდა, რაც ინვესტორებს ოპტიმიზმის საშუალებას აძლევს. მონაცემებმა მატება მარტის ბოლოდან დაიწყო.
თუმცა, კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში (პირველ სამ თვეში) კომპანიის მაჩვენებლების მხოლოდ 16.1% გაიზარდა, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.
მიზეზი პანდემია და მისგან გამოწვეული შეზღუდვებია, რის გამოც სასტუმროებმა, რესტორნებმა და სხვა ბიზნესებმა აქტიურობა და რეკლამები შეწყვიტეს. შესაბამისად, კომპანია "ფეისბუქმა" ნაკლები თანხა მიიღო რეკლამებიდან.
"ფეისბუქში" ამბობენ, რომ მონაცემებმა ზრდა მარტის ბოლოდან აპრილის პირველ ნახევარში დაიწყო და 15% მატებაც დაფიქსირდა.
პანდემიის პირველ რამდენიმე კვირასთან შედარებით, "ფეისბუქმა" მარტში 166 მილიონი ამერიკული დოლარი რეკლამებიდან მიიღო, მაშინ როცა თებერვალში თანხა 114 მილიონს შეადგენდა.
"ფეისბუქის" სარეკლამო შემოსავლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი უოლტ დისნეის მიერ რეკლამებში დახარჯული თანხაა, 50 მილიონი ამერიკული დოლარი.