ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და შეშფოთებას გამოთქვამს.
სასამართლომ "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი მიკოლა სემენა დამნაშავაედ სცნო სეპარატიზმში და მას ორნახევარი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა და ასევე აუკრძალა მომავალში ჟურნალისტური საქმიანობა.
მის მიმართ აღძრული საქმე და ბრალდებები სწორედ მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება, სადაც ის აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და ანექსიის მცდელობას.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ და მოუწოდებს ოკუპანტი რეჟიმის ადგილობრივ ხელისუფლებს, გაათავისუფლონ ჟურნალისტი, მოუხსნან მას ბრალდება და მისცენ უფლება განაგრძოს თავისი ჟურნალისტური საქმიანობა. ასევე შეწყვიტონ ყირიმში განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა.
სახელმწიფო დეპარტამენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ყირიმი რჩება უკრიანის შემადგენელ ნაწილად და ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.