დურბანის ქუჩებში დემონსტრაცია გაიმართა

დურბანის ქუჩებში დემონსტრაცია გაიმართა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა დურბანის ქუჩებში იმ მიზნით,რომ კლიმატური ცვლილებების კონფერენციის დელეგატების წინაშე საკუთარი პროტესტი დააფიქსიროს.

დურბანში ყოველწლიურ კონფერენციაზე მსოფლიოს სახლემწიფო ლიდერები იმ მიზნით შეიკირბნენ, რომ გლობალური დათბობის პრობლემებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელონ.

ქუჩაში შეკრებილ აქციის მონაწილეთა შეძახილებში გასიმოდა ბრალდებები კონფერენციის მონაწილეთა წინააღმდეგ. ნიგერიელი გარემოს დაცვის აქტივისტის ნიმო ბესიმ დურბანის კონფერენციის შენობის წინ შეკრებილ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ჩვენ არ გვინდა გვალვისგან გადამწვარი და განადგურებული აფრიკა, აფრიკელები მოვითხოვთ ლიდერებისგან საკუთარ ქვეყანაზე უფრო მეტად იზრუნონ“

ბესიმ კონფერენციის მონაწილეებს აფრიკის ლიდერების წინაშე ვალდებულების დაწესება მოსთხოვა, რაც მათ აიძულებს ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის შემცირებაზე იზრუნონ.