დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გუშინ ნიუ ჰემპშირში დებატები გაიმართა. ჰილარი კლინტონი და ბერნი სანდერსი ერთმანეთს ძირითადად ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეეჭიდნენ.
სანდერსმა კლინტონის მიერ სუპერპაკებისგან და საფონდო ბირჟისგან შემოწირულობებისა და სიტყვით გამოსვლისთვის მიღებულ ჰონორარებზე ისაუბრა. მან ასევე გააკრიტიკა ამერიკაში შემოსავლის უსამართლო გადანაწილება.
კლინტონი ვერმონტის სენატორის კრიტიკას მკაცრად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ადამიანი სიტვით გამოსვლაში ჰონორარს იღებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი „ყიდვა“ შეიძლება.