ატლანტაში დემოკრატი პრეტენდენტების მორიგი დებატები გაიმართა

იმპიჩმენტის გამოძიება, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საქმიანობა, უკრაინის საკითხი და სხვები - ატლანტაში, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის პრეტენდენტების დებატების მთავარი თემა იყო. იმპიჩმენტის გამოძიებას ყველა მათგანი ღიად უჭერს მხარს. შესაბამისად, მათ ხუთშაბათს გამარტული დებატებისას, წინა გამოსვლებთან შედარებით, უფრო დიდი ხანი დაუთმეს იმ საკითხებზე სუაბარს, რომელთა თაობაზეც ერთმანეთს ეთანხმებიან.

სენატორმა ბერნი სანდერსმა პრეზიდენტ ტრამპს ყველაზე კორუმპირებული პრეზიდენტი უწოდა აშშ-ის ისტორიაში. თუმცა, გაფრთხილება გააკეთა, რომ ტრამპის ოპოზიცია არ უნდა იყოს ერთადერთი აქცენტი ამ არჩევნებში, მის წინააღმდეგ საბრძოლველად. სანდერსმა ეკონომიკური პრობლემები, უსახლკარო და დაზღვევის გარეშე დარჩენილი ამერიკელების პრობლემები, ასევე კლიმატის ცვლილებით შექმნილი სირთულეები დაასახელა მთავარ გამოწვევებად, რომელთა დაძლევაც, საიმპიჩმენტო გამოძიებასთან ერთად, მთავრობას ხელეწიფება.

სენატორმა ელიზაბეტ უორენმა აღნიშნა, რომ რობერტ მალერის გამოძიების დასკვნებზე ყურადღების არგამახვილებამ, დონალდ ტრამპი შეაგულიანა მიმდინარე სკანდალი გამოეწვია და უკრაინა აეძულებინა დახმარების სანაცვლოდ მისი მეტოქის წინააღმდეგ გამოძიებაზე დაფიქრებულიყო.

თავად ყოფილმა სენატორმა ჯო ბაიდენმა მეტი სამოქალაქო კულტურის გამოჩენისკან მოუწოდა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ არჩევის შემთხვევაში, არ მოითხოვს დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პოტენციური კრიმინალური ბრალდებებისთვის გამოძიების დაწყებას და რომ ამ პროცესში გენერალურ პროკუროს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების გამოტანის საშუალებას მისცემს.