დელტა ვარიანტის გავრცელების შედეგად დაწყებული კოვიდ-19-ის ახალი ტალღის ფონზე, დაავადების ექსპერტები ცდილობენ დაადგინონ, როგორ მუშაობს ახალი კორონავირუსის ახალი ვერსია, განსაკუთრებით არავაქცნირებულ ადამიანებში. კვლევები ცდილობს დაადგინოს, მაგალითად, აავადებს თუ არა დელტა ვარიანტი ადამიანებს უფრო მეტად, ვიდრე ვირუსის თავდაპირევლი ვერსია.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ დელტა ვარიანტი, რომელიც პირველად ინდოეთში გამოვლინდა და ახლა მთელს მსოფლიოში დომინირებს, სავარუდოდ „უფრო მძიმეა“, ვიდრე ვირუსის ადრინდელი ვერსიები. ამის შესახებ უწყების შიდა ანგარიშშია საუბარი, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდდა.
ასევე ნახეთ: აცრილები ისევე მარტივად ავრცელებენ დელტა ვარიანტს, როგორც აუცრელები - CDC-ის ანგარიშიკანადიდან, სინგაპურიდან და შოტლანდიიდან მიღებული კვლევის შედეგების საფუძველზე ირკვევა, რომ უფრო მეტადაა შესაძლებელი, დელტა ვარიანტით ინფიცირებული ადამიანი ჰოსპიტალში მოხვდეს, ვიდრე ვირუსის იმ ვერსიებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლებიც პანდემიის ადრეულ ეტაპზე ვრცელდებოდა.
სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში, დაავადების ექსპერტები აცხადებენ, რომ სამივე ქვეყნიდან მიღებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ რისკები დელტა ვარიანტის შემთხვევაში გაცილებით დიდია. მაგრამ, ამ კვლევების პოპულაცია შეზღუდულია და ისინი გარე ექსპერტების მიერ არ განხილულა.
ექსპერტები ასავე მიიჩნევენ, რომ დელტა ვარიანტის გავრცელების განსაკუთრებული მაჩვენებელი, ხელს უწყობს ადამიანების მძიმედ დაავადებას, რაც ჰოსპიტალიზაციით სრულდება.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოხსენების თანახმად, დელტა ვარიანტი იმდენადვე გადამდებია, რამდენადაც ჩუტყვავილა და გაცილებით უფრო გადამდები, ვიდრე ჩვეულებრივი გაციება ან გრიპი.
ასევე ნახეთ: აცრილებს ცხვირი და ყელი სავსე ჰქონდათ კორონავირუსის დელტა ვარიანტით - როშელ ვალენსკიამასთან, აშშ-ში იმ ადამიანთა უმეტესობა, ვინც კორონავირუსით საავადმყოფოში ხვდება და იღუპება, არავაქცინირებულია.
ექსპერტები ამბობენ, რომ ვაქცინირებული ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, დაავადება ძირითადად ასიმპტომურად, ან მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ, მათ შეუძლიათ ვირუსი ოჯახის წევრებს, ან სხვებს გადასცენ, რომელბსაც შესაძლოა ნაკლებად გაუმართლოთ. ამიტომ, სპეციალისტების თქმით, საუკეთესო გამოსავალი ვაქცინაცია და ნიღბის ტარებაა.
დაავადების მძიმე ფორმები, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია, პანდემიის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს კვლავ აშფოთებთ.
„ეს ნამდვილი ტყის ხანძარია. ეს არ არის მოციმციმე კოცონი. ის ახლა მოგიზგიზე ხანძარია!“ - ამბობს დოქტორი მიშელ ბარონი.
ასევე ნახეთ: $100 ახლადვაქცინირებულ ამერიკელს და კოვიდ-პირობები მთავრობის ფედერალურ თანამშრომლებსჩინეთში ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ დელტა ვარიანტი ორგანიზმში უფრო სრაფად მრავლდება და 1000-ჯერ მეტ ვირუსს გამოიმუშავებს, ვიდრე თავდაპირევლი შტამი.