დელი და ისლამაბადი ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს ცვლიან
სადავო ქაშმირის რეგიონში მომხდარი ინციდენტის პროვოცირებაში ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთს ადანაშაულებენ. პაკისტანელი სამხედროების განცხადებით ინდოეთიდან გადმოსულამ სამხედროების ჯგუფმა ქაშმირის საზღვარზე მდებარე პაკისტანურ სამხედრო პოსტზე მიიტანა იერიში, რის შედეგადაც ერთი პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა და მეორე დაიჭრა.
ისლამაბადი აცხადებს, რომ შეტევა მოიგერიეს. ინდოეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საზღვარი მათგან არავის გადაუკვეთავს. დელი, თავის მხრივ, პაკისტანის მთავრობას ინდურ სოფელზე მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებს. ორივე მხარე ადასტურებს, რომ საკონტროლო ხაზის გასწვრივ მათ შორის ორმხრივი ცეცხლი გაიხსნა.