არჩეული პრეზიდენტის რჩეული, თავდაცვის მდივნის პოსტზე, ლოიდ ოსტინი აცხადებს, რომ ამერიკას მტრები ჰყავს, როგორც ქვეყნის გარეთ ასევე შინ.
გადამდგარმა გენერალმა და თავდაცვის მდივნობის კანდიდატმა, ამის შესახებ სამშაბათს, კანონმდებლების წინასე განაცხადა. ის აცხადებს, რომ მისი კანდიდატურის დამტკიცების შემთხვევაში, თავდაპირველად, მთელი რესურსი პანდემიის წინააღმდეგ იქნებ მიმართული.
"ახლა ჩვენი ქვეყნის უნდიდესი გამოწვევა პანდემიაა" - აცხადებს ნომინირებული კანდიდატი.
ასევე ნახეთ: ტონი ბლინკენმა სენატის წინაშე საქართველოზე ისაუბრაკანდიდატის მოსმენამდე, ოფიაცლურმა პირებმა განაცხადეს იმის შესახებ, რომ ეროვნული გვარდიის 12 წარმომადგენელს, რომლებიც ინაუგურაციის უსაფრთხოდ ჩასატარებელ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ, უფლებამოსილება შეუჩერეს. მიზეზი ექსტრემისტებთან კავშირია.
"თავდაცვის დეპარტამენტის საქმე, ამერიკის უსაფრთხოების დაცვაა, მაგრამ ეს რთული იქნება, თუ მტრები შინ გვეყოლება" - აცხადებს ოსტინი.
დღეს არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ფიცს, ვაშინგტონის დროით დაახლოებით 12 საათზე დადებს.