თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის ერთერთმა წამყვანმა წევრმა, ექიმმა დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ თითქმის ერთწლიანი პანდემიის პირობებში აშშ "მომაკვდინებელ ფაზაში" შედის.
საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, რომ ბირქსის ორშაბათს გამოქვეყნებულ მიმოწერაში იგი ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს გაატარონ აგრესიული, დაბალანსებული მიდგომა და ვირუსის გასაკონტროლებლად გადადგან ნაბიჯები, მათ შორისა ადამიანების მიერ პირბადის ტარების აუცილებლობა, სოციალური დისტანციის დაცვა და ტესტირების ჩატარეება.
ეს განცხადებები ეწინააღმდეგება პრეზიდენტ ტრამპის მთავარ გზავნილებს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, როცა ის მომხრეებს არწმუნებდა, რომ პანდემიამ დაღმასვლა დაიწყო.