ობამასა და რომნის შორის პირველი დებატები შედგა

საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი დებატები დენვერის უნივერსიტეტში მოეწყო
შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მასაჩუსეტის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი დენვერის უნივერსიტეტის დარბაზის სცენაზე ერთმანეთს დებატებში შეხვდნენ.

დემოკრატ ობამას და რესპუბლიკელ რომნის შორის დებატები 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს პირველად ტარდება. დებატების მთავარი თემა ეკონომიკა და შიდა პოლიტიკაა. შემდეგი დებატები საგარეო პოლიტიკის საკითხებს დაეთმობა.

დებატებს ვეტერანი ჟურნალისტი, ჯიმ ლერერი ხელმძღვანელობდა.