6 ნოემბრამდე შეერთებულ შტატებში სამი სატელევიზიო დებატი გაიმართება
შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს დენვერში პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართება, რომლის დროსაც ბარაკ ობამა და მიტ რომნი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
დებატების წინ ბარაკ ობამა ნევადას შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ხუმრობის ხასიათზე იყო: „გუბერნატორი რომნი მაგარია დებატებში, მაგრამ მეც არა მიჭირს.“
რესპუბლიკელი მიტ რომნი კოლორადოს შტატში უფრო აგრესიულად იყო განწყობილი: „აქ მარტო გამარჯვებაზე არ არის საქმე. ამ დებატებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს.“
პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, რომნიმ გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას, თუ სურს დღევანდელ სიტუაციაში გარდატეხა შეიტანოს.
საზოგადოებრივი აზრის გამოიკითხვის ექსპერტის პიტერ ბრაუნის განცხადებით მიტ რომნი ამ დებატებზე დიდ იმედებს ამყარებს, რადგან აშკარაა, რომ ის აგებს წინასაარჩევნო კამპანიას თავის მეტოქესთან. მან უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი თავის სიმართლეში და ამისთვის სატელევიზიო დებატები საუკეთესო საშუალებაა.
როგორც ამერიკელი პოლიტოლოგები აღნიშნავენ, დებატების შედეგების მიუხედავად ამერიკელთა უმრავლესობას უკვე გაკეთებული აქვს თავისი არჩევანი.
როგორც ისტორიკოსი ალან ლიჰტმანი ამბობს, ზოგჯერ დებატებში დასმულ შეკითხვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასე იყო 1980 წელს, როდესაც რონალდ რეიგანმა პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან გამართული დებატების დროს ერთი მწვავე შეკითხვა დაუსვა ამერიკელებს: „ახლა უკეთესად გრძნობთ თავს, თუ ოთხი წლის წინათ?“
დებატებში დაშვებული შეცდომა ძვირად უჯდებათ საპრეზიდენტო კანდიდატებს. 1976 წელს ჯერალდ ფორდმა იმავე ჯიმ კარტერთან კამათის დროს უხეში შეცდომა დაუშვა, როდესაც აღმოსავლეთ ევროპაზე თქვა, რომ ის თავისუფალია საბჭოთა გავლენისგან: „აღმოსავლეთ ევროპაში არ არის საბჭოთა კავშირის ჰეგემონია და არც არასოდეს იქნება ფორდის ადმინისტრაციის პირობებში.“
პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, ამ უპასუხისმგებლო განცხადებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ჯერალდ ფორდის დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში.
სატელევიზიო დებატებში, სიტყვების გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მიმიკას და ჟესტებს. 1992 წელს გამართული დებატების დროს ჯორჯ ბუში იმდენად ხშირად იხედებოდა საათზე, რომ ყველას ყურადღება მიიქცია. ასევე შესამჩნევი იყო ალ გორის ხშირი ამოოხვრა 2000 წლის სატელევიზიო დებატებში, რამაც ამ კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაზე უარყოფითად იმოქმედა.
6 ნოემბრამდე, შეერთებულ შტატებში, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სამი სატელევიზიო დებატი გაიმართება. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები ჯო ბაიდენი და პოლ რაიანი კი, მხოლოდ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს.