საიმიგრაციო რეფორმას ამერიკაში მყოფი არალეგალები მოუთმენლად ელიან,თუმცა კონგრესში კანონის მიღებას არ ჩქარობს.
პრეზიდენტ ბარაკ ობამას და ლიდერებს სენატში იმედი აქვთ, რომ საემიგრაციო რეფორმის მთავარ მიმართულებებზე შეთანხმდებიან, რეფორმისა, რომელიც ამერიკაში მცხოვრებ 11 მილიონზე მეტ არალეგალს კანონიერ სტატუსს მიანიჭებს.
როზა-მარია მენდოზა ამბობს რომ იგი ამერიკიდან ნებაყოფლობით ახორციელებს დეპორტაციას. აქ მან თორმეტი წელი იცხოვრა , თუმცა საბოლოოდ მექსიკაში დაბრუნებას აპირებს და იმედი აქვს იქ სამსახურსაც იშოვის. მენდოზა ამერიკაში თავის 15 წლის ბიჭს და 18 წლის ქალიშვილს ტოვებს, რომელთაც ბებიასთან კალიფორნიაში სურთ დარჩენა. ის ამბობს:
"ეს საკმაოდ რთულია. არ ვიცი ისინი ამას რანაირად შეძლებენ. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, მე ვიცი რომ მათ უყვართ ეს ქვეყანა და პატივს სცემენ საკუთარ სურვილებს."
სან-დიეგო მექსიკის საზღვრიდან რამდენიმე წუთის სავალია, მასიური ღობით და გაძლიერებული უსაფრთხოების დაცვით. ეს აუცილებელია, ამბობს ყოფილი კონგრესმენი რესპუბლიკელებიდან დუნკან ჰანტერი.
მისი განცხადებით უსაფრთხოების პროგრამა რამდენიმე რამით არის მნიშვნელოვანი. "უპირველეს ყოვლისა, თუ გსურთ ამერიკაში ჩამოსვლა კარებზე უნდა დააკაკუნოთ."
ლათინური ამერიკიდან ბევრი ოჯახი შემოვიდა შეერთებულ შტატებში უკანონო გზით მცირეწლოვან შვილებთან ერთად . ვენდი რომერო არის ერთ-ერთი მილიონ შვიდასი ათას ახალგაზრდას შორის, რომელსაც შეეხო პროგრამა ბავშვთა შემოსვლის შესახებ ქვეყანაში. ეს პროგრამა ობამას ადმინისტრაციამ გასულ ივნისს აამოქმედა.
ახლა ის დაცულია დეპორტაციისგან. კანონი დეპორტაციისგან ასევე იცავს მარია ესტრადას, რომელიც სან დიეგოს უნივერსიტეტის საექთნო ფაკულტეტის სტუდენტია: ბევრ ასპექტში ამან შეცვალა ფსიქოლოგია ბევრი ახალგაზრდის, რომელსაც არ აქვს საბუთები. და ასევე იმედით განგვაწყო რაც მანამდე დიდი ხანი არ გვქონდა.
არსებობს ინფორმაცია, რომ ის მუშა-ხელი, რომელიც კალიფორნიის შტატის ფერმებში არიან დასაქმებული, ან საბუთების გარეშე მუშაობენ ან ყალბი დოკუმენტები აქვთ- ამბობს სან დიეგოს ფერმის ბიუროს წარმომადგენელი ერიკ ლარსონი.
მისი თქმით, შესაძლოა მათ არ ჰქონდეთ ლეგალური დოკუმენტები, მაგრამ ამის მიუხედავადაც მათი სურვილია რომ ისინი დარჩნენ მათთან სამუშაოდ. ისინი საკმაოდ გამოცდილები და ნასწავლები არიან.
ყოველწლიურად ასობით მიგრანტი იღუპება საზღვრის გადმოკვეთის დროს. ლორა და ჯონ ჰანტერი რომელიც ყოფილი კონგრესმენის ძმა არის, არის ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჰქვია წყლის სადგური, რომელიც უდაბნოში წყალს მიგრანტებისთვის ტოვებს.
ლორა მექსიკაში დაიბადა. ის ამბობს რომ უსაბუთო ადამიანებს უნდა მიეცეთ ჩრდილიდან გამოსვლის საშუალება. მათ უნდა მიეცეთ ამერიკის მოქალაქეებად გახდომის საშუალება რომ საკუთარ ოჯახებს დახმარება გაუწიონ.
შორეულ ჩრდილოეთში მდებარე იზოლატორში მოთავსებულ უსაბუთო ემიგრანტებს დეპორტაცია ელოდებათ. მათი ადვოკატები ჰანტერების მსგავსად ამბობენ, რომ პოლიტიკოსებმა პრობლემის მოგვარება უნდა შეძლონ.
ჯონ ჰანტერი ამბობს რომ ამერიკას სჭირდება მუშა-ხელი. ხოლო მექსიკელებს სამსახური ამიტომ უნდა არსებობდეს რაღაც ლეგალური გზა, რომელიც ორივე მხარეს კმაყოფილს დატოვებს.
ზოგიერთი ამბობს, რომ იმ ადამიანებსაც, რომლებიც საბუთებს ელოდებიან პატივისცემით უნდა მოეპყრან, მაგრამ საზღვარიც სათანადოდ უნდა იყოს დაცული.
თუმცა, კონგრესი ამ საკითხთან დაკავშირებით ორად არის გაყოფილი და როგორც ჩანს გადაწყვეტილების მიღება არ იქნება ადვილი.