მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 90-ს აღწევს

მექსიკაში ხუთშაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 90 ადამიანს მიაღწია.

რიჰტერის შკალაზე 8.2 ბალის მიწისძვრამ ერთმეტრიანი ცუნამი წარმოშვა, თუმცა უცნობია ზიანის ზუსტი მასშტაბები.

მიწისძვრა საგრძნობი იყო მეხიკოსა და გუატემალაშიც. მექსიკის პრეზიდენტმა პარასკევს პირობა დადო, რომ მთავრობა აღდგენით სამუშაოებს გასწევს. მან ქვეყანაში სამ-დღიანი გლოვა გამოაცხადა.