შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ უნი მზად არის, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხზე იმსჯელოს.
ეს იმის პირველი ხელშესახები ნიშანია, რომ კიმს ჯერ კიდევ სურს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა, რომლის შეთავაზებაც პირველად ერთი თვის წინ გააჟღერა.
ტრამპმა თქვა, რომ კიმთან შეხვედრა მაისის მიწურულამდე სურს. მოლაპარაკებების დეტალები, მათ შორის, ზუსტი თემა და შეხვედრის ადგილი, ჯერ კიდევ გაურკვეველია.
თუმცა შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის საიდუმლო კონტაქტები შედგა.
წარსულში, ჩრდილოეთ კორეამ, საკვებით დახმარების და ეკონომიკური სანქციების შერბილების სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამის გაყინვის პირობა დადო, მაგრამ დაპირებები ყოველთვის დაარღვია.