ამერიკის დედაქალაქში, კაპიტოლიუმიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე შენობის ირგვლივ დღეს პოლიციის მანქანების დიდი თავმოყრა იყო და სირენების ხმა ისმოდა.
ოფიციალური პირების ცნობით ვაშინგტონში სამხედრო-საზღვაო ძალების სამმართველოს ტერიტორიაზე გასროლის ფაქტი არ დადასტურდა. ქვეყნის უძველესი საზღვაო უწყება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შეტყობინების შემდეგ უსაფრთხოების მოსაზრებით რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.
ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქის ცენტრში, კაპიტოლიუმიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარე შენობის ირგვლივ დღეს პოლიციის მანქანების დიდი თავმოყრა იყო და სირენების ხმა ისმოდა. თუმცა, მოგვიანებით, პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტერიტორია სრულიად უსაფრთხოა. ორი წლის წინ უწყების ყოფილმა კონტრაქტორმა იქ სროლა ატეხა, რის შედეგადაც 12 სამოქალაქო თანამშრომელი გარდაიცვალა. 2013 წლის სექტემბერში მომხდარ ინციდენტში თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.