პაკისტანის სასამართლო ამერიკელის დაკავების სანქციას გასცემს

პაკისტანის სასამართლო ამერიკელის დაკავების სანქციას გასცემს

პაკისტანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციას უფლება აქვს კიდევ რამდენიმე ხნით დააკავოს ამერიკელი დიპლომატი, რომელსაც ორი ადამიანის მკვლელობა ედება ბრალად.

შეერთებულმა შტატებმა პაკისტანის ხელისუფლებას რაიმონდ დევისის გათავისულებისკენ მოუწოდა. დიპლომატიური იმუნიტეტის მიუხედავად ამერიკელი დიპლომატი ქალაქ ლაჰორში ჰყავთ დაკავებული.

ამერიკის საელჩოს მტკიცებით, დევისი ამ ინციდენტის დროს მძარცველებისგან იცავდა თავს. მესამე პაკისტანელი დევისმა მანქანით გაიტანა, როდესაც შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

ამერიკელი დიპლომატი 27 იანვარს დააპატიმრეს. მისი სასამართლო 11 თებერვალს გაიმართება.