გარდაიცვალა ჯაზის ლეგენდა დეივ ბრუბეკი

გამოჩენილი ჯაზ პიანისტი 92 წლის ასაკში გულის უკმარისობით გარდაიცვალა
ამერიკული ჯაზის პიონერი კომპოზიტორი და პიანისტი დეივ ბრუბეკი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბრუბეკის მენეჯერის განცხადებით, მუსიკოსი ექიმთან მისვლამდე, გზაში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

ჯაზის ლეგენდა დეივ ბრუბეკი 60 წლის განამვლობაში წარმატებულად მოღვაწეობდა.მოერე მსოფლიოს ომის დასრულების შემდეგ, მან დეივ ბრუბეკის კვარტეტი ჩამოაყალიბა. ჯგუფი ერთერთი პირველი იყო შეერთებულ შტატებში, რომლის შემადგენლობაშიც ფერადკანანიანი მუსიკოსებიც შედიოდნენ.
დეივ ბრუბეკის კვარტეტმა 1959 წელს მუსიკალური ალბომი სახელწოდებით Time Out -ი გამოსცა, რომელიც ამერიკის ჯაზის ისტორიაში ახალი ერის დასაწყისად ითვლება.

ბრუბეკის შემოქმედება მუსიკის ფართო სპექტრს მოიცავდა და ჯაზის, კლასიკური მუსიკის და პოპის ნაზავს წარმოადგენდა.