ასადის სამხედრო ძალები დამასკოს უტევენ

ასადის ძალებმა დამასკოს გარეუბნები-დარაია და მოადამიე დაბომბეს

ხუთშაბათს სირიის სამთავრობო ძალებმა შეტევები გააძლიერეს და დედაქალაქის რამდენიმე ნაწილზე კონტროლი დაამყარეს.

სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის განცხადებით, ასადის ძალებმა დამასკოს გარეუბნები - დარაია და მოადამიე დაბომბეს. ძლიერი დაპირისპირება მოხდა დამასკოს ერთ-ერთ უბანში, სადაც ამბოხებულები იყვნენ დაბანაკებული.

ცენტრის განცხადებით, ხუთშაბათის შეტაკებებში დაახლოებით 100 ადამიანი დაიღუპა. მათგან 50 დამასკოს მკვიდრი, 20 კი ასადის შეიარაღების ჯარისკაცია.

ბრძოლები გაგრძელდა ალეპოშიც, სადაც ზოგიერთი უცხოელი მეომარი ოპოზიციის მხარეს გადავიდა.

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ფაისალ მოგდადიმ თურქეთი სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიყიდვაში დაადანაშაულა.

ანკარაში თურქეთის და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა სირიაში შექმნილი კრიზისის სამხედრო, სადაზვერვო და პოლიტიკური დეტალების შესახებ ესაუბრათ.