დამასკოში ბომბის აფეთქებისას ადამიანები დაშავდნენ

სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ დედაქალაქის კარგად დაცულ უბანში ავტომობილში ჩამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა და სამთავრობო შენობებს ზიანი მიადგა.

აფეთქება დამასკოს კაფრ-სუსას უბანში მოხდა, სადაც უშიშროების ბევრი ობიექტია განლაგებული.

დამასკოს ცენტრალურ ნაწილში ავტომობილებით აფეთქება შედარებით იშვიათად ხდება.

ორშაბათსვე, ისრაელის სამხედრო ძალებმა, გოლანის მაღლობების მისამართით ნაღმმტყორცნით გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ, სირიაში სამიზნეს დაარტყა. სირიის სამხედრო უწყების ცნობით, ისრაელის რაკეტებმა მხოლოდ მატერიალური ზიანი გამოიწვია.