დამასკოს პოზიცია

ჟენევის კონფერენციაზე ასადის მთავრობა დააყენებს საკითხს , შეწყდეს უცხოეთის ჩარევაზე ლაპარაკი და სამშვიდობო პოლიტიკური პროცესი დაიწყოს
სირია აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე დააყენებს, რათა ქვეყანაში სამოქალაქო ომი საბოლოოდ დასრულდეს.

სირიის პრემიერ მინისტრის მოადგილემ ქადრი ჯამილმა ბრიტანულ „გარდიანთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ არცერთ მხარეს არ შესწევს ძალა იმისა, რომ ერთმანეთი დაამარცხოს. ეს კი ქვეყანაში გამოუვალ მდგომარეობას ქმნის.
ქადრი ჯამილმა ასევე აღნიშნა, რომ ჟენევის კონფერენციაზე ასადის მთავრობა დააყენებს საკითხს , შეწყდეს უცხოეთის ჩარევაზე ლაპარაკი და სამშვიდობო პოლიტიკური პროცესი დაიწყოს.

შეერთებული შტატები და რუსეთი რამდენიმე თვეა ცდილობენ ასადის მთავრობა და მეამბოხეები ჟენევაში მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. თუმცა დღემდე ამ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან შეხვედრაზე არცერთი მხარე არ გამოცხადდა. სირიის დანაწევრებულმა ოპოზიციამ უარი თქვა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მანამ, ვიდრე პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი არ გადადგება.

ამ ფონზე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის განცხადებით, სირიამ ქიმიური იარაღის საცავის შესახებ ნაწილობრივი დეკლარაცია მიაწოდა.
გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის მთავრობამ სირიის მთავრობას ერთი კვირის ვადა დაუნიშნა, რომლის განმავლობაშიც დამასკომ ქიმიური იარაღი არსენალის სია უნდა წარმოადგინოს.