დალაი ლამას განცხადება

სულიერი ლიდერი ჩინეთს კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდებს
დალაი ლამამ ტიბეტელების მიერ თავის დაწვის მზარდ შემთხვევებზე განცხადება გააკეთა. ტიბეტელი ბერები თავს პროტესტის ნიშნად იწვავენ, ჩინეთის მიერ ტიბეტის ოკუპაციის დასაგმობად.

ტიბეტის სულიერმა ლიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამ სახის პროტესტის პროვოცირებაში დალაი ლამას ადანაშაულებს. მისი თქმით, დამნაშავეების უსაფუძვლოდ დასახელების ნაცვლად პეკინმა დეტალური გამოძიება უნდა ჩაატაროს იმაზე, თუ რატომ იწვავენ ბერები თავს.

2009 წლის შემდეგ 70-მა ტიბეტელმა ბერმა თავი დაიწვა. აქედან რამდენიმე მცირეწლოვანიც კი იყო. უკანასკნელი 7 შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.