ალასკაში ავიაკატასტოფა მოხდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა პილოტი და 4 მგზავრი. მგზავრები ალასკაში მთებში სასრიალოდ მიდიოდნენ.
გარდაცვლილებს შორის იყო 56 წლის ჩეხი მილიარდერი, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი, პიოტრ კელნერი.
კელნერის გარდაცვალებას ადასტურებენ მის კომპანიაში. "უდიდესი მწუხარებით ვაცხადებთ, რომ შაბათს, ალასკას მთებში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად გარდაიცვალა PPF ჯგუფის დამფუძნებელი და კომპანიის უდიდესი წილის მფლობელი ბატონი პიოტრ კელნერი", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ალასკის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი მზგავრი გადარჩა და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარს ამერიკის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.