მასშტაბური კიბერდანაშაული გამოავლინეს

ათიათასობით ბიზნეს და სხვა ტიპის ორგანიზაცია ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში კიბერდანაშაულის მსხვერპლი გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპანიები აღმოსავლეთ ევროპის კიბედრანაშულის სინდიკატს ემსხერპლნენ.

ხუთშაბათს, ამერიკის შეერთებული შტატების პროკურორმა გამოაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე 5 სხვადასხვა ქვეყანაშია აღძრული.

11-მა ადამიანმა 41,000-მეტი კომპიუტერი დაავირუსა პროგრამით, რომელიც GozNym-ის სახელითაა ცნობილი. დამნაშავეები ცდილობდნენ 100 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვას. ინფორმაცია ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის პოლიციამ გაავრცელა.

„როგორც ვიცით კიბერდანაშაული საერთაშორისო პრობლემაა, რომელსაც საერთაშორისო გადაჭრა სჭირდება. ეს ნამდვილადაა დანაშაული საზღვრების გარეშე. ის გავლენას ახდენს ადამიანებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ერთ მცირე ღილაკზე დაჭერით შეუძლია გამოიწვიოს მილიონობით დოლარის დაკარგვა როგორც ბიზნესებისთვის, ისე ფიზიკური პირებისთვის. ჩვენ ასევე ვიცით, რომ კრიმინალები და მათი სერვერები, შეიძლება ყველგან იყვნენ, ასე რომ, კიბერდანაშაული ყველაზე უფრო მასშტაბურია სხვა დანაშაულებებთან შედარებით“, თქვა სკოტ ბრეიდიმ, ამერიკელმა პროკურორმა.

მისი თქმით, დამნაშავეები მსხვერპლის კომპიუტერში მათთან მეილების გაგზავნით აღწევდნენ.

6 კონსპირატორი დაკავებულია ამერიკაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

5 რუსი, რომელიც ასევე ჩართული იყო დანაშაულებრივ სქემაში ისევ თავისუფალია.