კუბის საგამომძიებლო ორგანოების თქმით, რომლებიც ამერიკის დიპლომატებზე სავარაუდო ხმოვანი თავდასხმის საკითხს იძიებდნენ, ამერიკის შეერთებული შტატების ბრალდება „სამეცნიერო ფანტასტიკაა.“ სამინისტროს წარმომადგენლებმა, და ექიმმა, როიტერს განუცხადეს, რომ კუბას მსგავსი ტექნიკა არ გააჩნია. მათი თქმით, ამერიკამ მათ არ მისცა საშუალება დაზარალებული პირები შეემოწმებინათ.
თეთრ სახლს ჰავანისთვის არ უპასუხია. დაახლოებით, 22 ამერიკელ დიპლომატსა და მათ ოჯახებს ჯანმრთელობის გაურკვეველი პრობლემები შეექმნათ მას შემდეგ, რაც მათზე გაურკვეველი ტიპის ხმოვანი თავდასხმა განხორციელდა გასული წლის ნოემბერში. პასუხად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კუბის 15 დიპლომატი გააძევა ვაშინგტონიდან. ამერიკის გამოძიებას, ჯერ-ჯერობით დეტალები და არც თავდასხმის ზუსტი მეთოდი თუ მიზეზი არ გაუხმოვანებია. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, მათ არ იციან თუ ვინ ან რა დგას თავდასხმების უკან.