კვირა ღამეს, კუბის დედაქალაქს ქარიშხალი დაატყდა თავს, რომელმაც სამი ადამიანის სიკვდილი და 172 ადამიანის დაშავება გამოიწვია.
ორშაბათ დილით, პრეზიდენტმა მიგელ დიაზ-კანელმა ჰავანის ის რაიონები დაათვალიერა, სადაც ქარიშხალმა გადაიარა. მან „ტვიტერით“ გამოაქვეყნა: „მძიმე ზიანია მიყენებული“.
ჰავანის მცხოვრებლებმა თქვეს, რომ ქარიშხალს რეაქტიული ძრავის მსგავსი ხმა ჰქონდა, როდესაც დედაქალაქის უბნებზე გადაიარა.