ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად კუბის პრეზიდენტი გვარად კასტრო აღარ არის.
ვიცე-პრეზიდენტი მიგელ დიაზ-კანელი პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად ოთხშაბათს დაასახელეს, დღეს კი პრეზიდენტად 5 წლით აირჩიეს. ეს მცირედი პროცედურული ცვლილელებაა, წარსულში პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელება და არჩევა ერთ დღეში ხდებოდა.
57 წლის დიაზ-კანელი პირობას დებს, რომ კასტროების რევოლუციას გააგრძელებს.
სახელმწიფო დეპაარტამენტის სპიკერმა ჰედერ ნაუერტმა განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაბარების პროცესით შეერთებული შტატები შეშფოთებულია, რადგან ის გამჭვირვალე არ არის.
„ვისურვებდით მოქალაქეებს შეეძლოთ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, რისი საშუალებაც ახლა არ ეძლევათ. სინამდვილეში მათ არ აქვთ არჩევანი, ეს არ არის დემოკრატიული პროცესი“, განაცხადა ნაუერტმა.
მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას სურს კუბა „უფრო თავისუფალი და დემოკრატიული“ იყოს.
ახალი პრეზიდენტი 86 წლის რაულ კასტროს ჩაანაცვლებს, რომელიც ორი ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადის შემდეგ თანამდებობას ტოვებს. მისი ძმა ფიდელ კასტრო, კუბას 1959 წლის რევოლუციიდან 2006 წლამდე მართავდა.