"ეფლს" ევროპული ციფრული სარეკლამო ასოციაციის ჯგუფი აკრიტიკებს. მიზეზი გასულ კვირას "ეფლის"მიერ აიფონისთვის და აიპედისთვის პროგრამული ცვლილებაა, რომლითაც ეფლის და აიფონის მომხმარებლები სანამ რეკლამას ნახავენ, ან სხვა კომპანიის მიერ შექმნილ აპლიკაციას გადმოწერენ, დამატებითი თანხმობა უნდა განაცხადონ, რომ მათ სურთ ამ ქმედების განხორციელება.
ასევე ნახეთ: გლობალური ბოიკოტი "ფეისბუქის" წინააღმდეგახალი ოპერატიული სისტემის მიზანი მომხმარებლის უფლებების დაცვაა, თუმცა ამას სარეკლამო ასოციაცია კომპანიის მხრიდან დამატებით შეზღუდვად აღიქვამს სხვა მწარმოებლების კონტენტის მიმართ. საუბარია სხვა კომპანიების მიერ შექმნილ აპლიკაციებზე და რეკლამებზე.
მეტიც, ასოციაციაში ფიქრობენ, რომ ირღვევა მომხმარებელთა კონფიდენციალურობის ევროპული წესები და იზღუდება სხვა კომპანიებისა და სარეკლამო კამპანიების ინტერესები. 16 მარკეტინგული ასოციაცია ამბობს, მომხმარებელს უნდობლობა გაუჩნდება კონკრეტული რეკლამების ან აპლიკაციების მიმართ, თუ მათ "ეფლი" ორჯერ მოსთხოვს დასტურს იმისთვის, რომ ეს ქმედება განახორციელონ.
ასევე ნახეთ: აშშ ამერიკულ კომპანიებს "ჰუავეისთან" შეზღუდული თანამშრომლობის ნებას რთავსრეალურად "ეფლი" სხვა კომპანიების მიერ შექმნილ პროგრამებზე აქამდეც აძლევდა გაფრთხილებას მომხმარებლებს, რომ ეს იყო სხვა კომპანიის მიერ შექმნილი პროგრამა და ჰქონდა თუ არა სურვილი მას რომ ამ პროგრამის ვებგვერდზე გადასულიყო და დაეყენებინა მის მოწყობილობაში.
თუმცა როგორც ჩანს, ახლა ეფლი კიდევ ერთხელ შეახსენებს მომხმარებელს, რომ პროგრამა რომელსაც ის იყენებს ან ფიქრობს, რომ გამოიყენოს, რეალურად სხვა კომპანიის მიერ არის შექმნილი და მოითხოვს დასტურს კიდევ ერთხელ მის ქმედებაზე. "ეფლი" მის მოწყობილობებში სხვა მწარმოებლების მიერ შექმნილ კონტენტზე არც ადრე არ იღებდა პასუხისმგებლობას და როგორც ჩანს ახლა ეს მიდგომა უფრო მკაცრდება.
ასევე ნახეთ: რატომ უნდა უთხრათ უარი Tik Tok-ს?შესაბამისად, ევროპული ციფრული სარეკლამო ასოციაციის ჯგუფს მიაჩნია, რომ "ეფლი" ზღუდავს მის მოწყობილობებში სხვა მწარმოებლების შექმნილი პროდუქტების დაყენებას რაც მათ არაკონკურენტულ გარემოში აყენებს.