უკრაინაში მცხოვრები მუსლიმები და თათრები მოსკოვის მართველობის დაბრუნებას შეშფოთებით შეხვდნენ
მოსკოვში ყირიმელი თათარი მხატვრების გამოფენამ რუსული ელიტის ყურადღება მიიპყრო.
რავი გაინუტდინი რუსეთის მუსლიმთა სულიერი ლიდერია. იგი ყირიმს ანექსიისთანავე ეწვია. გაინუტდინმა ყირიმში მცხოვრებ 250,000 მუსლიმს რუსეთის 20 მილიონიან მუსლიმთა ოჯახში გაერთიანება მიულოცა.
„ იმედი მაქვს და ვლოცულობ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში ყირიმელ თათრებს ღირსეულ გარემოში მოუწიოთ ცხოვრება, რათა რუსეთის ფედერაციაში საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინსტიტუტებში საკუთარი სათქმელის გამოხატვა შეძლონ.“
მიხაილ მარგელოვი რუსეთის პარლამენტის წევრი და მუსლიმთა საკითხების ექპსერტია. ის ჟურნალისტებს ახსენებს, რომ პუტინმა ახლახანს ხელი მოაწერა თათართა რეაბლიტაციის კანონს, რომელიც სტალინის მიერ 1944 წელს ყირიმიდან მასობრივ დეპორტაციას ეხება.
„ვლადიმირ პუტინის რეაბილიტაციის კანონი რეპრესირებული ეროვნული უმცირესობების შესახებ მუშაობს და კვლავაც იმუშავებს. ყირიმელი თათრების მიმართ ჩადენილი ისტორიული უსამართლობა და დანაშაული უნდა შეფასდეს და შედეგები აღმოიფხვრას.“
თუმცა მხატვარი მამუტ ჩურლუ ამბობს, რომ ყირიმელი თათრები მოსკოვის მართველობის დაბრუნებას შეშფოთებით შეხვდნენ:
„ხალხი მთელი ღამის განმავლობაში გასამგზავრებლად გაემზადა. ეგონათ დეპორტაცია არ აცდებოდათ.“
18 მარტს დეპორტაციიდან 70 წელი გავიდა. კიევში ამ თარიღთან დაკავშირებით დემონსტრაციები გაიმართა. აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ, რომლებზეც ეწერა: „ყირიმელი თათრები და უკრაინელები ძმები არიან“. დემონსტრანტები ასევე სკანდირებდნენ მოწოდებას : „უკრაინა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.“
მას შემდეგ ,რაც მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა ნახევარკუნძული 15,000 მა თათარმა დატოვა. ანიფერ კურსიტოვა ოჯახთან ერთად კიევში გაემგზავრა:
„ძალიან გვიჭირს და იმედი გვაქვს, რომ ყირიმში მალე დავბრუნდებით და ცხოვრებას გავაგრძელებთ. აქ დროებით ჩამოვედით. იქ ბევრად უფრო რთული სიტუაციაა, რადგან ყირიმში გამოსვლები აკრძალულია.“
მუსტაფა ჯემილოვი საბჭოთა დროიდან თათრების ლიდერია. იგი ყირიმში რუსეთის კონტროლის დასრულებას ითხოვს:
„ იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ყირიმელი თათრები ახალ თარიღს იზეიმებენ და ეს ოკუპაციის დასასრული იქნება.“
სერგეი აკსიონოვი რუსეთის მიერ კონტროლირებადი ყირიმის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრია. მან ჯემილოვს ყირიმში დაბრუნება აუკრძალა. გასულ თვეს აკსიონოვმა თათრებს დეპორტაციის თარიღთან დაკავშირებით შეკრებების მოწყობაც აუკრძალა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ადგილზე თათრების აქცია მაინც მოეწყო, რომლის დროსაც ცაზე რუსული სამხედრო შვეულმფრენები დაფრინავდნენ.
ზოგიერთის აზრით, თუ ყირიმელი თათრები ზეწოლის ქვეშ მოექცევიან, ისინი სირიაში მებრძოლ რუსულად მოლაპარაკე მუსლიმებს შეუერთდებიან. გასულ თვეს ყირიმელიმა თათარმა ჯიჰადისტმა მოუწოდა თანამემამულეებს სირიაში სამხედრო წვრთნები გაიარონ ან სამშობლოში საღვთო ომი დაიწყონ.
აბდულ კარიმ კრიმსკი მუჰაჯირინთა არმიის ლიდერის თანაშემწეა:
„ყირიმსა და უკრაინაში მცხოვრები მუსლიმები და თათრები საშინლად ითრგუნებიან, აქ კი მუსლიმებს სრული თავისუფლება აქვთ.“
ამ ფონზე კი მოსკოვს ერთი კითხვა აწუხებს, შეძლებს თუ არა კრემლი რადიკალიზაცია თავიდან აირიდოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ყირიმელ თათრებს ეკონომიკურ დახმარებას და პოლიტიკური სივრცეს მიანიჭებს.