შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, ამ თანამდებობაზე, სულ ორი თვე რჩება იქამდე, ვიდრე თეთრ სახლს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიკავებს. ბაიდენი დარჩენილ დროში მაქსიმალურად აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მიმართულ ფინანსურ, სამხედრო და დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა მან რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს.
ასევე ნახეთ: უკრაინული მედია: კიევმა ამერიკული "ატაკამსები" რუსეთის არსენალზე დარტყმებისთვის გამოიყენათუმცა, დიდი ოცეულის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ვერ შეძლო საბოლოო დოკუმენტში უკრაინის მკაფიო მხარდაჭერისთვის გამიზნული იმ "მაქსიმალურად ძლიერი" სიტყვების შეტანა, რაც ვაშინგტონს სურდა, - უთხრა "ამერიკის ხმას" 18 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე ჯონ ფაინერმა. ის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეა.
დიდი ოცეულის სამიტი ამჯერად ბრაზილიაში, რიო-დე- ჟანეიროში გაიმართა. განსხვავებით დიდი შვიდეულის შეხვედრებისგან, მასზე მსოფლიოს 20 უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა შეიკრიბა, რომელთა შორის ყველა ამერიკის მოკავშირე ან თანამოაზრე არ არის. დიდ ოცეულში შედის რუსეთი, ჩინეთი და გლობალური სამხრეთის ქვეყნებიც.
დოკუმენტის ტექსტში საუბარია უკრაინელთა ტანჯვაზე და იქ მიმდინარე ომის გავლენაზე გლობალურ ეკონომიკაზე, თუმცა ამოღებულია რუსეთის ქმედებათა დაგმობა. რაც შეეხება ისრაელის ომს ღაზის სექტორში, შეთანხმება მოუწოდებს მხარეეებს ორსახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებისკენ, მაგრამ არ ახსენებს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას.
Your browser doesn’t support HTML5