ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი, რომელიც პირველად ბრიტანეთში აღმოაჩინეს, უფრო მომაკვდინებელია.
"არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომ ახალი ვარიანტი შეიძლება ასოცირებული იყოს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელთან,"- თქვა ბორის ჯონსონმა.
"ბიბისი" კი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ "წინასწარი კვლევებით შესაძლოა კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი უფრო მომაკვდინებელი იყოს"
დიდი ბრიტანეთის კოვიდ19-თან ბრძოლის გუნდი ამ წუთებში მართავს პრესკონფერენციას და შესაძლოა მათ უფრო დეტალური ინფორმაცია გაავრცელონ ახალი კვლევის შესახებ, რომელზეც ბორის ჯონსონმა ისაუბრა.
ასევე ნახეთ: ფაიზერის ვაქცინას შესაძლოა ჰქონდეს უნარი ებრძოლოდ კოვიდ19-ის ახალ ვერსიასაქამდე ცნობილი იყო ის, რომ კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი 70%-ით უფრო გადამდები იყო. ინგლისმა და შოტლანდიამ 4 იანვრიდან ახალი შეზღუდვები აამოქმედა, რასაც ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.
კოვიდ19-ის ახალი ვარიანტი მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ამ დრომდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას განცხადება არ გაუკეთებია, პრესკონფერენციას ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამ წუთებში მართავს.