კოვიდ19-ის პანდემია და სეზონური გრიპი ზამთრის მოახლოებასთან ერთად ბევრი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მსოფლიოში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 48 მილიონს გადააჭარბა და საავადმყოფოებში მიმართვიანობის მაჩვენებელი გაზრდილია.
სეზონური გრიპის და კოვიდ19-ის სიმპტომების გარჩევა კი საკმაოდ რთულია, სწორედ ამიტომ სამხრეთ კორეაში შექმნეს ტესტი, რომელიც იძლევა პასუხს იმის შესახებ, ამა თუ იმ პაციენტს აქვს სეზონური გრიპი თუ კოვიდ19-ი. ტესტის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა, თუმცა რამდენად ეფექტურია ის, ამაზე საუბარი ნაადრევია.
ასევე ნახეთ: შეერთებული შტატები პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან ოფიციალურად გავიდაკორეის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ამბობს, რომ ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს გაზაფხულზე ფიქსირდებოდა. როგორც ოფიციალური პირები ამბობენ, განსაკუთრებით ვირუსის გავრცელება დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში ხდება.
მაგალითად სპეციალისტები ამბობენ, რომ დედაქალაქ სეულში იმდენად სწრაფად ვრცელდება ვირუსი, რომ დაავადებულის კონტაქტების დადგენას ვერ ასწრებენ. შესაძლოა, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის მატება უკავშირდებოდეს, მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლითაც გასულ თვეში დაწესებული შეზღუდვები შემსუბუქდა. გადაწყვეტილების მიზეზი სუსტი ეკონომიკის მქონე ბიზნესებისთვის დახმარება იყო.